четверг, 10 мая 2012 г.

                                                                        ეკლერი

ვიდეო ჩვენება.როგორ მოვამზადოთ ეკლერი




ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჭ (250მლ) წყალი (ან რძე და წყალი 50/50)
100გ კარაქი (ან მარგარინი)
1 ჩ.კ. შაქარი
0.5 ჩ.კ მარილი
1 ჭ ფქვილი (იგივე ზომის ჭიქით რითაც წყალი)
5 მსხვილი კვერცხი
მოხარშული კრემისთვის:

3 კვ. გული
300მლ რძე
80 გ ყავისფერი  შაქარი (თეთრიც შეიძლება)
40 გ სიმინდის სახამებელი (პურის ფქვილითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ)
100 გ კარაქი
ვანილი
                                                                                             ბლინები



შემადგენლობა

მაწონი - 500 მლ
შაქარი - 100 გრ
კარაქი - 40 გრ
ფქვილი - 160-180 გრ
ვანილი - გემოვნებით
მარილი - 1/4 ჩ.კ
წყალი - 500 მლ (მდუღარე)
კვერცხი - 3 ცალი
ცოდა - 1/2 ჩ.კ


მომზადება

ამ უადვილესი რეცეპტით გამოდის თხელი ტკბილი ბლინები.
3 კვერცხი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ 250 მლ მაწონი, ჩავასხათ ნახევარი ლიტრა მდუღარე წყალი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი, ავურიოთ.(უნდა გამოვიდეს არაჟნის კონსისტენციის ცომი).
ნელ-ნელა ჩავასხათ დარჩენილი მაწონი და ავთქვიფოთ. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი.
2)შევწვათ ბლინები კარაქზე.


გემრიელად მიირთვით!

                                             ტორტი მარწყვით


მასალა:
კვერცხი - 6 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
შესქელებული რძე - 1 ქილა
მარწყვი - 1 კილოგრამი
ვანილი - გემოვნებით
ტორტი მარწყვით 



მომზადების წესი:
6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თანდათან შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები და კარგად ვთქვიფოთ; მოვაყაროთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ ბისკვიტი.

კრემის მოსამხადებლად კარაქი ვთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან შევათქვიფოთ 1 კოლოფი შესქელებული რძე და დავამატოთ ვანილი.

მარწყვი გავრეცხოთ, გავარჩიოთ, ქვაბში ფენებად ჩავყაროთ, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ რამოდენიმე საათი. როცა წვენს გამოუშვებს, გადავწუროთ წვენი ცალკე ჭურჭელში.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვასხუროთ მარწყვიდან გამოწურული წვენი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული მარწყვები და ისევ წავუსვათ კრემი. დავალაგოთ გაწურული მარწყვები და ისევ წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემის სპეციალური ფორმებით და დავალაგოთ მთელი, ცოცხალი მარწყვები მწვანე ყუნწებით.



გემრიელად მიირთვით!




                                                  ცხელი მეგრული კუჭმაჭი


გოჭის გულ-ღვიძლი 


ინგრედიენტები:

3 გულღვიძლზე (გოჭის! არა ბურვაკის!)
1 კგ ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1-2 კონა ქინძი
1-2 კონა ქონდარი
2-3 დაფნის ფოთოლი
2-3 ჭიქა კარგი წითელი ღვინო
3-4 მწიფე ბროწეულის მარცვალი
დანარჩენი - გემოზე.

მომზადების წესი:

გაასუფთავეთ, ნაღველი მოაჭერით და გადააგდეთ, ფილტვს მე ვაგდებ, თქვენ თუ გნებავთ, დატოვეთ. გარეცხეთ დაჭერით წვრილად, ჩაუშვით ქვებში, ცოტა მარილი მოაყარეთ (რომ ხარშვის პროცესში არ დაიშალოს) და შუშეთ თავისსავე წყალში (გარედან წყალი არც ერთ ეტაპზე არ დაამატოთ). წყლის ამოშრობა უნდა დაემთხვას ხორცის დარბილებას, ამიტომ შუშეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თუ ამოშრა წყალი, დაუმატეთ წითელი ღვინო. რომ მოშუშდება, დაუმატეთ ძალიან ცოტა კარაქი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, და ახლა უკვე ხრაკეთ, სანამ ხახვი იქნება მზად. მერე დაუმატეთ სურნელოვანი პილპილი, 4-5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ქონდარი, წითელი და შავი წიწაკა, მარილი. 
წიწაკა იმდენი უნდა დააყაროთ, რომ გამოვიდეს ცხარე. მე არ უმატებ, თქვენ კი შეგიძლიათ ცოტა უცხო სუნელიც დაამატოთ. თითქმის რომ მზად იქნება კერძი, დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები მამა-პაპურად (არ დაზოგოთ ) და თუ მთლად გინდათ თქვენი სტუმრები გადარიოთ, 1-2 ჭიქა კარგი წითელი ღვინო და აცადეთ წამოდუღება. თუ კონსისტენცია თხელი გამოგივიდათ, ახადეთ ხუფი და ამოშრობა აცადეთ სანამ თქნენთვის სასურველ კონდიციამდე მიიყვანთ
კუჭმაჭი

                                 ვიდეო გაკვეთილი.როგორ უნდა მოვამზადოდ კრუასანები


воскресенье, 29 апреля 2012 г.


ლობიანი


მომზადება

ჩვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნით ვდებთ ლობიანის რეცეპტს.
ეს არის კლასიკური ლობიანის რეცეპტი
ცომის მომზადება:
საერთოდ ლობიანის ცომს აკეთებენ წყალზე, მაგრამ მე დაგიწერთ რეცეპტს რძის დამატებით. გამოდის უფრო გემრიელი.
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ.
დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს.
სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი.
მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ.
მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთმარილიქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ.
გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ.
ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს.ამის შემდეგ გავაბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი და შევკრათ როგორც ხინკალი.ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს.შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე,სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.
როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და ცავუსვათ კარაქი.გემრიელად მიირთვით!

აჩმა

მომზადება

ჯერ მოვზილოთ ცომი. ავთქვიფოთ 5 კვერცხი,დავამატოთ მაწონიმარილიფქვილი და კარგად ავზილოთ.ცომი უნდა იყოს წელვადი.ცომი გავყოთ 7-9 ნაწილად, 2 ნაწილი უნდა იყოს დანარჩენზე დიდი. ეს არის პირველი და ბოლო ფენა.
დანარჩენი ნაწილები შიდა ფენებია.
დიდი ნაწილები არ იხარშება.
ყველი გავხეხოთ და დავამატოთ მარილი.კარაქი გავადნოთ და გავაჩეროთ გამდნარი. დიდ ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი.
აჩმის პირველი ფენა, რომელიც დიდია, გავაბრტყელოთ და გავანაწილოთ ფორმაზე ისე რომ ბოლოები გადმოდიოდეს 1- 2 სანტიმეტრით. ცომს კარგად წავუსვათკარაქი.
აჩმის მეორე ფენა გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად. ფრთხილად ჩავდოთ ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში, ისე რომ არ მიიკროს. ვხარშოთ 10-15 წამი.ფრთხილად ამოვიღოთ ცომი დრუშლაკში.ცომი გავავლოთ კრანის წყალში.დავაცადოთ სანამ გაიწურება და დავადოთ პირველ ფენას , რომელიც დევს ფორმაზე და კარგად წავუსვათ კარაქი.ამის შემდეგ კარაქით წასმულ ფენაზე დავადოთ ყველის ნაწილი.ყველა ფენა გავიმეოროთ ისე როგორ მეორე ფენა, გარდა ბოლო ფენისა.თუ ცომი ცოტათი გაიხევა არაუშავს, მთავარია არ გაიხეს პირველი და ბოლო ფენა. ბოლოს წინა ფენაზე ყველს არ ვდებთ.
ბოლო ფენა ისე მოვამზადოთ როგორ პირველი- გავაბრტყელოთ. ამ ფენით დავაფაროთ აჩმა და ბოლოები ამოვუდოთ პირველ ფენას, რომ ყველი არ გადმოვიდეს.ხელებით ფრთხილად დავტკეპნოთ აჩმა.წავუსვათ კარაქი და შევინახოთ მაცივარში.
მეორე დღეს გამოცხობის წინ, აჩმა უნდა დავჭრათ ნაჭრებად და ჩავდგათ ღუმელში. ვაცხობთ 1 საათის განმავლობაში. აჩმა უნდა შეწითლდეს.გემრიელად მიირთვით!