четверг, 26 апреля 2012 г.

    საჭირო ინგრედიენტები:

ახალი კომბოსტო 1კგ

საფანელი 200 გრ

მარილი, შავი წიწაკა ( ან სვანური მარილი)

ზეთი (ან კარაქი)


მომზადების წესი:

ახალი კომბოსტო კარგად გავრეცხოთ, შემდეგ შუაში გავჭრათ და ისე ჩავალაგოთ ადუღებულ წყალში, ცოტა ხანს გავაჩეროთ რომ მოიწალოს. შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ საწურზე და რამდენიმე წუთი გავაჩეროთ რომ გაგრილდეს.

თეფშზე დავყაროთ საფანელი და შევურიოთ მარილი და შავი პილპილი. ჩემი მეგობარი საფანელში სვანურ მარილს ურევს, ისიც ძალიან გემრიელი გამოდის.

კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ.

შემწვარ კომბოსტოს ძალიან უხდება მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!

Комментариев нет:

Отправить комментарий