воскресенье, 29 апреля 2012 г.

ცოცხალი კომბოსტოს სალათა

საჭირო ინგრედიენტები:
კომბოსტო  - 500 გრ
კიტრი  - 1 ცალი
სტაფილო  - 1 ცალი
ბოლოკი  - 3 ცალი
ხახვი  - 1 თავი
მაიონეზი
ლიმონის წვენი  - 1/2
მარილი, შავი წიწაკა
ქინძი


მომზადების წესი: 
ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ. კომბოსტო დავჭრათ წვრილად, კიტრი პატარა კუბებად,  სტაფილო და ბოლოკი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ, შემდეგ კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ ლიმონის წვენისა და მაიონეზის ნარევი და დავუმატოთ მარილი, შავი წიწაკა და ქინძი.
გემრიელად მიირთვით!

Комментариев нет:

Отправить комментарий