воскресенье, 29 апреля 2012 г.

მიკროტალღურში მოთუშული ბოსტნეული
ინგრიდიენტები

ბადრიჯანი – 1 ცალი;
ბულგარული – 1 ცალი;
მწვანე ბარდა/ლობიო – 100 გრ;
პამიდორი – 1 საშუალო ზომის, ან პატარები;
მწვანილი – ოხრახუში, ნიახური, მწვანე ხახვი;
ზეითუნის ზეთი – 2 სადილის კოვზი;
ბალზამიკო – 1 ჩაის კოვზი (გემოვნებით);
მარილი – გემოვნებით;
ქონდარი და რეჰანიც – სურვილისამებრ, გემოვნებით.

ყველი – სურვილისამებრ.

ინვენტარი: მიკროტალღურის ჭურჭელი; კულინარიული დაფა.

მომზადების დრო – ამ რაოდენობის პროდუქტისთვის 10-15 წუთი. დრო იცვლება პროდუქტის რაოდენობისა და მიკროტალღურის სიმძლავრის მიხედვით.

ბოსტნეული არის მოთუშული, ანუ ძალიან ჩარბილებული არ არის, თუ ასეთ გინდათ - მაშინ, უფრო დიდხანს გააჩერეთ მიკროტალღრში.
მომზადების წესი
გარეცხეთ ყველა ბოსტნეული. მწვანილების და პამიდორის გარდა ყველა მათგანი დამუშავდება მიკროტალღურში. მე ცალ-ცალკე მოვამზადე და შემდეგ ერთად ავურიე. თქვენ თქვენი გამოცდილებით შეგიძლიათ იმოქმედოთ;
ბადრიჯანი გაჭერით სიგრძეზე 4 ნაწილად. შემდეგ დაჭერით პატარა კუბებად, დააწყვეთ თეფშზე, გაშალეთ თანაბრად და შედგით მიკროტალღურში ბოსტნეულის მომზადების რეჟიმში – 3 წუთით. ნახევარი დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ, მზად არის, თუ არა – ეს ფერისა და თითებით ფაქტურის მოსინჯვით ადვილად მისახვედრია;
ბულგარულს გამოაცალეთ გული, დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ისიც იმავე წესით მოთუშეთ, რაც ბადრიჯანი;
ლობიოს ან ბარდისთვის – ჯერ თუ გრძელია შუაზე დატეხეთ და შემდეგ მოთუშეთ ესეც მიკროტალღურში;
დაჭერით მწვანილები და ხახვი წვრილად, პამიდორი დაჭერით ლუკმებად;
აურიეთ ყველა პროდუქტი ერთმანეთს. შეაზავეთ მარილით, ზეთითა და სხვა საკმაზით (სურვილისამებრ) სუფრასთან მიიტანეთ თბილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий