воскресенье, 29 апреля 2012 г.

კარტოფილის სალათი
ინგრიდიენტები

• 1 კგ წითელი კარტოფილი ( შეგიძლიათ სხვა კარტოფილიც გამოიყენოთ, მაგრამ ვინაიდან კანიანად ვხარშავ და მერე გაუფცქვნელად ვიყენებ სალათში, გაცილებით ლამაზია ვიდრე ყავისფერკანიანი, ამასთან ერთად მისი გემო და კონსისტენცია უფრო მომწონს ამ სალათში)
• 1 თავი საშუალო ზომის ხახვი
• 6-7 ღერი ოხრახუში
• 1 ცალი ლიმნის წვენი
• სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ( თუ სალათი მშრალი გამოვიდა დაუმატეთ ზეთი)
• მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
  1. • კარგად გარეცხეთ კარტოფილი
  2. • მოხარშეთ და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ჯერ კიდევ თბილ მდგომარეობაში
  3. • ალყა-ალყა დაჭრით ხახვი
  4. • დაჭერით ოხრახუში
  5. • გამოწურეთ ერთი ლიმნის წვენი და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი
  6. • აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით
  7. • ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი კარტოფილს მაშინ შეურიოთ, როცა თბილია რომ კარგად გაუჯდეს გემო

Комментариев нет:

Отправить комментарий